გურამ მაჭარაშვილი - გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე, „ვუია“ - მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის

გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე - „ვუია“. მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ გახარია კომისიაზე არ მივა, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე - „ვუია“. მოვა - ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი არამარტო ქვეყნის, არამედ გუნდის წინაშეც. ამას კიდევ ერთხელ დაინახავს საჯაროდ საზოგადოება. არ უშველის მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა. იქ რეალურად, საზოგადოება დაინახავს იმას, რასაც ჩვენ გახარიაზე ვამბობდით. თუ არ მოვა, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ვეღარ ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა. შესაბამისად, ამას არც ბრიფინგის ჩანიშვნა უშველის ახლა და არც მისი ძველი ტრიუკები, რომლებიც ძალიან მოძველდა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.

მივა თუ არა გახარია პარლამენტში, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოფისში 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე