შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება - არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე“.

„ორი დღის წინ, გვიან ღამით, რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ.

მანამდე, ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად, სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა, ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით.

ენჯეო-კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება „ათასი ბორცვის რადიოს", ზიზღის გამღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა, 30 წლის წინ, რუანდაში დატრიალებულ გენოციდში.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ, ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა.

შესაძლოა, ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა თავად არ გამოჰკრან ჩახმახს თითი, თუმცა ისინი არიან, ვინც ქმნიან ისტერიულ გარემოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობები. აშკარაა, რომ ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა. მხოლოდ იღბალმა და რამდენიმე მილიმეტრმა გადაარჩინა ტრამპი და ფიცო, თუმცა, იღბალმა, შესაძლოა, არ გაამართლოს ყველა საჭირო სიტუაციაში.

ამ საშიში და მასიური სიძულვილის კამპანიის პროცესში, გულუხვი დაფინანსებით, მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად აცხადებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და, რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას. ამავდროულად, გრანტების მათი საყვარელი მიმღებები, მოქმედებენ, როგორც სოციალური ერთიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციისა და კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის მთავარი დამრღვევები.

შეუძლებელია, დააფინანსო ტერორი და, ამავდროულად, უარი თქვა პასუხისმგებლობაზე. უცხოელი დიპლომატების ახალი ტენდენცია, მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ესტუმრონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართული არიან ქუჩის ძალადობასა და ზიზღის კამპანიაში, კიდევ უფრო მეტად ახალისებს ამ ჯგუფებში განუკითხაობის შეგრძნებას.

დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც

სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას. როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე.

სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გააგრძელონ უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის მანამდე არსებული პრაქტიკა“, - წერს პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება