„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 142 593 ლარით 700-ზე მეტ მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდას დაეხმარა, „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ პროფესიული მხარდაჭერით. შედეგად ასობით ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და ბევრი წარმატებულ კარიერასაც აშენებს. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: უმაღლესი და პროფესიული განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

13 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:

  • 355-მა ბენეფიციარმა მიიღო პროფესიული განათლება;
  • 73-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება;
  • 235-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთან და ადგილობრივ ოსტატებთან;
  • 719-მა ბენეფიციარმა მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება.

დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 70%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული.

„ფონდი ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ინიცირებით ჩატარდა სოციალური ადვოკატობის კამპანია ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში, რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის გაძლიერება. რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად ფართოვდება.

წელს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდები რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან 1200 ლარის ნაცვლად 2000 ლარს მიიღებენ, რითიც შესაძლებელი იქნება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა.

„ფონდი ნატახტარის“ 2024 წლის საჭიროებები, რესურსები და ანგარიში ასე გამოიყურება:

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის განმავლობაში თანამშრომლობა შედგა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან: „ცხოვრების შანსი“, „World Vision Georgia“ (კრიზისული ცენტრი) და „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“.

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია. თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, სტიპენდია, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო