თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები

„პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად, ყველა პოლიციელს ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში - არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელებს „პოლიციის კანონის“ შესაბამისად, რეზინის ტყვიების გამოყენების სრული უფლება ჰქონდათ.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შს ყოფილ მინისტრს მიმართა: „ბატონო გიორგი, ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს. თქვენი ხელმძღვანელობის დროს მოხდა და გაგვეცით პასუხი“, - მიმართა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ ასე უპასუხა:

„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, მე ვითომ პოლიციელს რამე დავაბრალე - არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს „პოლიციის შესახებ კანონის“ შესაბამისად, ჰქონდა უფლება რეზინის ტყვიების გამოყენების თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ ცდილობთ, რომ მე პოლიციელებს რამე დავაბრალო. მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავი და სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას - ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება, რა თქმა უნდა, მე გავეცი. ამას ხომ ვამბობდი და ყოველთვის ვიმეორებ. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ „პოლიციის კანონის“ შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდათ ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს - რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში,“ - განაცხადა გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია