ქართული მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“ 2 წლისაა - „ვილაპარაკოთ“ - კომპანია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა

„სელფი მობაილს“, ქართულ მობილურ ოპერატორს, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, აპრილში არსებობის ორი წელი შეუსრულდა. ინფორმაციას „სელფი ავრცელებს”.

მათივე ცნობით, სრულად ქართულმა ოპერატორმა ორი წლის შედეგები შეაჯამა და ბაზარზე ახალი საკომუნიკაციო პლატფორმითაც წარდგა.

„ბრენდის გამოჩენიდან დღემდე, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. “სელფი მობაილი” გახდა ქვეყანაში პირველი მობილური ოპერატორი, რომელმაც საქართველოში 5G ქსელი დანერგა. “სელფი მობაილის” 5G ჯერ სატესტო რეჟიმში გაეშვა 2023 წლის ნოემბერში, რასაც მალევე მოყვა ქსელის გამართვა ზამთრის კურორტებზე, დასავლეთ საქართველოში და თბილისში. 5G ქსელის დანერგვა ხორციელდება ფინური ტექნოლოგიური გიგანტის, Nokia-ს ინფრასტრუქტურით, რის თაობაზეც მოცულობითი ხელშეკრულება “სელფიმ” 2023 წლის ზაფხულში გააფორმა. 2024 წლის დეკემბერში, “სელფი მობაილი” Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, Vodafone-ი “სელფი მობაილს” გაციფრულებაში, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საოპერაციო ეფექტურობის ზრდაში უჭერს მხარს.

თანამშრომლობის ფარგლებში “სელფი მობაილმა” უკვე წელს დანერგა Vodafone-ის ლოიალობის პლატფორმა, რომლის ადაპტაციაც სრულად მოახდინა ქართულ ბაზარზე. პლატფორმა აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიიდან: კვება, სპორტი, გართობა, მოგზაურობა და სხვა.

ლოიალობის პროგრამა “სელფი მობაილის” ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის ნაწილია, რომელიც ამიერიდან კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმატია. “ვილაპარაკოთ” - მოუწოდებს “სელფი” მომხმარებელს და ჰპირდება მასზე კიდევ უფრო მორგებულ შეთავაზებებსა და პროდუქტებს, ახლობლებთან, მეგობრებთან თუ, ზოგადად, ადამიანებთან მეტი კომუნიკაციისთვის.

„სელფი მობაილი” მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს გამორჩეულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურება და შევთავაზოთ მომხმარებელს ბევრად მეტი, ვიდრე ტელეკომი. ამის დასტურია ქვეყანაში პირველი, ევროპულ სტანდარტებზე დამყარებული 5G ქსელის დანერგვა და ლოიალობის პლატფორმაც, რომელიც აჯილდოებს მომხმარებელს მხოლოდ იმისთვის, რომ ის სელფის აბონენტია. ლოიალობის პლატფორმა, ასევე, ფართო შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს ხმა მიაწვდინოს 1.3 მლნ მომხმარებელს ჩვენს ქვეყანაში”,- აცხადებენ სელფი მობაილში.

„სელფის” ორი წლის დაბადების დღეს დავამთხვიეთ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გაშვება. მის ფარგლებში, ჩვენს აბონენტებს, ლოიალობის პლატფორმასთან ერთად, შევთავაზებთ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებენ კომუნიკაციას და ერთმანეთთან ლაპარაკის მეტ შესაძლებლობას მისცემენ. პარადოქსულია, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც კომუნიკაციის უამრავი შესაძლებლობა გვაქვს ხელთ, სულ უფრო ნაკლები გვაქვს შინაარსობრივი, გულითადი საუბრები. ჩვენი სურვილია ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ მეტი ელაპარაკონ ერთმანეთს და ილაპარაკონ ყველაფერზე,”- აცხადებენ “სელფი მობაილში”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება