პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძე ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიძახეს

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიძახეს.

ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 19:00 საათზე უპასუხებს. ჯაფარიძეს ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ, ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, უკვე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

სასამართლოში გამოკითხვას ელოდებიან ჯაფარიძის თანაგუნდელები, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ყველა მათგანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული საქმის ფარგლებში უკვე ბრალდებულები და გირაო შეფარდებულები არიან, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა