ირანის საგარეო მინისტრი მოსკოვს კვირის ბოლოს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მიმდინარე კვირის ბოლოს რუსეთში ჩავა და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომანში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოსკოვთან კონსულტაციებს გამართავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაელ ბაღაეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

ირანმა და აშშ-მა განაცხადეს, რომ გასულ კვირას ომანში პოზიტიური და კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ შაბათს კვლავ შეიკრიბებიან დიალოგის ფარგლებში, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის ესკალაციის საკითხს განიხილავს.

შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო მოქმედებებს არ გამორიცხავს, თუ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მან გუშინ განაცხადა, რომ ის ირანის საკითხში მრჩევლებს შეხვდა და სწრაფ გადაწყვეტილებას ელოდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს