თეა წულუკიანი გახარიას - ლომჯარია, „ასკინკილა“ გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში

თქვენს კაბინეტში მყოფი ლომჯარია, „ასკინკილა“ გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში, - ასე მიმართა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია ერთ-ერთი კონკრეტული ელჩის რჩევით აირჩია იმჟამად „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

„ამნისტიის კანონი“ რომ დაგიჩემებიათ, ალბათ, იცით, რომ „ამნისტიის კანონი“ არ ყოფილა ისე შემუშავებული, რომ ვინმეს პასუხი ვერ მოეთხოვა კონკრეტულ დანაშაულებთან, მათ შორის წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მუხლებზე, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ თქვენ მიერ მართული სპეცოპერაციის შედეგად დასახიჩრებული ადამიანების მდგომარეობა წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გაათანაბრა. ამიტომ, „ამნისტიის კანონი“ არავითარ ინდულგენციას არ იძლევა. თუ გვეკითხებით ამნისტიის კანონი „ოცნებამ“ იმ ფორმით რატომ მიიღო, რა ფორმითაც მიიღო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, დიახ, ჩვენ ვართ ინფორმაციის მატარებლები და ვიტყვით, რომ ეს გარედან მომდინარე რჩევა იყო. ახლა არ მითხრათ, რომ ეს პირველად გესმით. რომ გვეკითხებით ლომჯარია რატომ აირჩიეთო, ინფორმაციის მატარებლები ვართ, მე პირადად ამ შემთხვევაში და გეტყვით, რომ თქვენს კაბინეტში მყოფი ლომჯარია, რომელიც „ასკინკილა“ გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში, ეს ლომჯარია ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი კონკრეტული ელჩის რჩევით აირჩია მაშინ „ოცნებამ“ სახალხო დამცველად“,- განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნულის შემდეგ, წულუკიანს გიორგი გახარიამ ჰკითხა: „დიფ სთეითს“ უჯერებდით? „დეპუტატებმა ლომჯარიას ხმა რომ მისცეს, იცოდნენ, რომ „დიფ სთეითის“ რჩევით ირჩევდნენ? მე დღესაც არ ვამბობ, რომ „დიფ სთეითი“ განსაზღვრავდა იმას, რასაც ვაკეთებდი. თქვენ „დიფ სთეითს“ აბრალებთ ყველაფერს“, - მიმართა გახარიამ წულუკიანს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის