ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების საკითხი, შელაპარაკების მიზეზი გახდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების საკითხი, შელაპარაკების მიზეზი გახდა. ადვოკატები გამომძიებელს განმარტებებს სთხოვდნენ, რატომ ითხოვდა გამომძიებელი მობილურიდან კონტაქტების მოპოვებას. ადვოკატების თქმით, გამომძიებლისთვის აღნიშნული უფლება სასამართლოს არ მიუცია.

„თქვენ ექსპერტს ეუბნებით, რომ ამომიღეთ ყველა მისი კონტაქტი მზიას ტელეფონიდან, პროგრამა აპლიკაციებიდან იქნას გამოთხოვილი. თქვენს დადგენილებაში ითხოვთ, ყველა კონტაქტი, ინფორმაცია ამოიღოს ექსპერტმა. ამის უფლება არ გაქვთ, რატომ ავალებთ ექსპერტს? ამაზე სასამართლოს ნებართვა არ მოუცია. თქვენ არ გქონდათ უფლება ამოგეღოთ კონტაქტები“, - მიმართეს ადვოკატებმა გამომძიებელს.

„განჩინების ფარგლებს, ვერ გავცდებოდი, დიახ, [მზიას] მობილურის კონტაქტები მნიშვნელოვანია. დადგენილების მიხედვით გაიცა განჩინება. ეჭვების შემთხვევაში გამოძიებისთვის ექსპერტიზა ტარდება”, - აღნიშნა გამომძიებელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს