მზია ამაღლობელი გამომძიებელს - ეს თავდასხმა არ არის!

ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის! - ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის გამომძიებელს, მიხეილ დარჩიას, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხა.

მზია ამაღლობელმა გამომძიებელს, ასევე, ჰკითხა, როდის დასრულდება მის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ექსპერტიზა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა: „შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ექსპერტიზა, ვერ გეტყვით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოკითხეს. გამომძიებელი მიხეილ დარჩია, მხარეების შეკითხვებს 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს