„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი

13 აპრილს, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის თეორიული ტური გაიმართა. წელს პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი.

STEM ოლიმპიადის ნახევარფინალში მონაწილეობა 130-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. პირველ ეტაპზე, თითოეული სკოლის გუნდიდან სამმა მოსწავლემ დაწერა ტესტი მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის მიმართულებით.

შედეგებზე დაყრდნობით კი სულ მალე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც ფინალურ ტურში იასპარეზებენ.

ფინალურ რაუნდამდე გამარჯვებული გუნდები და მათი მენტორები სპეციალურ, ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.

ფინალურ ტურში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.

STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება