"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესის მხარდასაჭერად, "საქართველოს ბანკის" ორგანიზებით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა.

ვორკშოპზე იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესისთვის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისთვის სასარგებლო ინფორმაცია და მონაცემები განიხილეს Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ირაკლი დანელიამ და Hegelmann Multimodal Georgia-ს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა, სალომე დანელიამ.

შეხვედრა ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირებასა და შეღავათებს შეეხებოდა, რომელთა მიღება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ.

ღონისძიებას 30-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპზე განიხილეს მრავალფეროვანი საკითხები, როგორებიცაა შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის; გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებები და მათი გავლენა შუა კორიდორის განვითარებაზე; შესაძლებლობები საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის; გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია - კონტეინერიზაცია და სხვა.

ვორკშოპი "საქართველოს ბანკის" პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ღონისძიებების სერიის ფარგლებში გაიმართა.

„საქართველოს ბანკში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას მათთვის რელევანტური ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ სხვადასხვა სექტორის საჭიროებებს, შემდეგ კი, ექსპერტების ჩართულობით, ვცდილობთ, მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მიგნებები და სასარგებლო ინფორმაცია რეგულარუად გავუზიაროთ. აღნიშნული ვორკშოპიც ბიზნეს 360°-ის შეხვედრების სერიის ერთ-ერთი ნაწილია და მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას გავუწევთ ორგანიზებას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც "საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება