კაია კალასი - ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მას ომი სურს - ერთადერთი გზა, მასზე დამატებითი ზეწოლაა

ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნათელია, რომ მათ დრო გაჰყავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს, რადგან ჩვენ გასულ შაბათ-კვირას სუმზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის მომსწრე გავხდით“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა დაინტერესებული და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე მუშაობს.

„ერთადერთი გზა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩაერთოს, მასზე დამატებითი ზეწოლაა. ყველას ინტერესშია, რუსეთი მიხვდეს, რომ უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა და ვერ გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, ყველასთვის ნათელია, რომ თუ მკვლელობების შეჩერება გსურთ, მაშინ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდოთ, რადგან მკვლელობებს ის სჩადის“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში „ევროპის მხრიდან უმნიშვნელოდ არ იქნება მიჩნეული, რადგან რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი