ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ - იყო 5-6 კითხვა, ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამით დაამთავრეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

როგორც ჯაფარიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მთავარი კითხვა, რომელიც მასთან ჰქონდათ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა.

“დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“. საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე. ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

[გვყავს] უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არცერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მიმდინარე საქმეზე, ჯაფარიძეს ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, უკვე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი