ლევან სამუშია - „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად რუსულ დავალებებს ასრულებს - ეს ყოველივე ისტორიის შავი ფურცლებია

ეს ხდება რუსეთის დავალებით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს არის შეცდომები, არა, ეს არის მიზანმიმართული მოქმედებები, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ლევან სამუშია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ისტორიის „შავი ფურცლები“ და საქართველოს შეურაცხყოფა უწოდა.

“ეს ყოველივე შავი ფურცლებია. როდესაც ანწუხელიძეზე მსგავს რაღაცას იტყვი, როდესაც ბედავ და 9 აპრილზე ამბობ, რომ „უცხო ძალამ“ გაჟლიტა და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ…. ანუ „უცხო ძალა“ - უცხოპლანეტელები არიან? პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შეურაცხყოფა და როდესაც ამ ყველაფერს აკადრებ შენს ამომრჩეველს და ეუბნები, რომ „უცხო ძალამ“ 9 აპრილი მოაწყო, რაღაც „გლობალური ომის“ პარტია არსებობს, უბრალოდ, ისტორიას აყალბებენ. ეს ხდება რუსეთის დავალებით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს არის შეცდომები, არა, ეს არის მიზანმიმართული მოქმედებები. ეს ჯერ კიდევ გავრილოვის ჩამოყვანით დაიწყო, ასე ვთქვათ, კბილი მოუსინჯეს საქართველოს მოქალაქეებს. ისინი ყოველდღიურად რუსულ დავალებებს ასრულებენ. როდესაც რუსეთს აქებენ, როდესაც რუსეთის მხარეს არიან - ქვეყნის, რომელმაც ჩვენ ქვეყანას უბედურების მეტი არაფერი მოუტანა, რომელმაც საქართველოს ავტოკეფალია გაუუქმა - ეს არის რუსეთი“, - განაცხადა სამუშიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე