ბათუმში სტუდენტებმა შეძახილებით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” მსვლელობა გამართეს

“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, - ამ შეძახილებით სტუდენტებმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან აქცია გამართეს, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.

შეკრებილები მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ისმოდა შეძახილები “საქართველო ადექი”.

აქციის მონაწილეები, სიმბოლურად გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან მივიდნენ, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები, გამოდით გარეთ, ქვეყანა უფსკრულში მიჰყავთ. მივმართავთ ხელისუფლებას, გეშინოდეთ ხალხის ძალის, მოუსმინეთ ხალხის ხმას, ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი ითხოვს სამართალს”,- სკანდირებენ სტუდენტები

საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოქალაქეები მართავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს