დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვული იარაღის კონცეფცია უნდა დაივიწყოს, არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ

ირანმა ბირთვული იარაღის კონცეფცია უნდა დაივიწყოს, არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ირანს ჩვენთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ჩვენ შაბათს გვქონდა მათთან შეხვედრა. მეორე შეხვედრა შემდეგ შაბათს გვაქვს დაგეგმილი. მე ვთქვი, რომ ეს დიდი დროა. ვფიქრობ, შესაძლოა ისინი თავს გვაჩვენებენ, რომ დაინტერესებულები არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ირანი ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის“.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.

„რა თქმა უნდა. თუ რაიმე მკაცრის გაკეთება მოგვიწევს, ჩვენ მას გავაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს