ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება

პირველივე წამიდან ეტყობოდა მდინარაძეს, მის თანამებრძოლებს, რომ ისინი არ გულისხმობენ იმას, რაზეც საუბრობენ და დღეს დადასტურდა, - ასე შეაფასა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც მან განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, რაც ოპოზიციურ პარტიებს მისცემს იმის საშუალებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

მელიას თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას დემოკრატიული მსოფლიოსგან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვებოდა.

“ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მყისიერად მოჰყვება მთელი დემოკრატიული მსოფლიოსგან იზოლაცია. ვინც კი არსებობს “ქართულ ოცნებაში”, ყველას დაუწესდებოდა მძიმე ფინანსური სანქცია.

სამწუხაროდ, ეს პერსპექტივა, რომელსაც ეთამაშება “ქართული ოცნება”, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც შეაჩერებდა. ეს გააცნობიერა რეჟიმმა და გადაწყვიტა, რომ მალევე, სამ კვირაშივე თავისი მხარდამჭერებისთვის ეთქვა, რომ ამ საკითხს შეეშვებოდნენ და არ გააუქმებდნენ ამ პარტიებს. სინამდვილეში, არც კი უფიქრიათ სერიოზულად ამაზე. მათთვის ეს რომ შესაძლებელი იყოს, დღევანდელ ბრიფინგს მდინარაძე არ ჩაატარებდა”, - განაცხადა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს