ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს - თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ

უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„34 დღის წინ უკრაინამ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დადებითი პასუხი გასცა. უკვე 34 დღეა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს. პუტინი კვლავ ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები აუდიტორიას იმ იდეისთვის ამზადებენ, რომ დიპლომატია არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „ამის მიზეზი ის არის, რომ მოსკოვში არ ეშინიათ და თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ“.

„ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. მშვიდობაა საჭირო და ის ხანგრძლივი უნდა იყოს. უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა. როდესაც ომი დასრულდება მსოფლიო ნათლად გაიგებს: ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს, აგრესორს, აიძულეს მშვიდობას დათანხმებულიყო. იმავე აგრესორს, რომელიც უკრაინის მიწაზე 2014 წელს მოვიდა, 11 წლის წინ. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში არ გაგრძელდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს