მედია - კურსკში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა

რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წუხელ კურსკზე მტრის მიერ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატის მიზანმიმართული დარტყმების შედეგად, რამდენიმე სახლში ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, 85 წლის ქალი გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგიონულ მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოფარეხზეც, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება