ჯეი დი ვენსი - ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ - თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის CBS News-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს ამართლებს“.

„მე ვცდილობდი სტრატეგიული გაგება გამომეყენებინა, რომ თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ ის, თუ სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ რუსეთის მიზანს ან მხარს უჭერ სრულმასშტაბიან შეჭრას, მაგრამ უნდა შეეცადო გაიგო, რა არის მათი სტრატეგიული წითელი ხაზები. ასევე, უნდა გაიგო, რის მიღებას ცდილობენ უკრაინელები კონფლიქტიდან“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა „არაპროდუქტიულია“.

„ვფიქრობ, ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომელიც ამჟამად მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას მხარს უჭერს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს