ირაკლი ზარქუა - ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია - ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ

ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია - რაზე ვილაპარაკეთ არ მახსოვსო - ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ, აბა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე "სიგიჟეებს ჰყვებოდა".

ზარქუას შეფასებით, გადადგომასთან დაკავშირებით გახარიამ "მხდალი" გადაწყვეტილება მიიღო.

"გაფართოებული პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე, რომ მოგვეხსნა მანდატი [მელიასთვის]. ვერ გააკეთა, არ გააკეთა, მხდალი და მშიშარაა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერის მიღებასა და გადადგომას შორის, ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. იქ არ ვიცი, დააშინეს თუ რა უთხრეს, შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც

მიიღო. მგონია, რომ ეს მხდალი გადაწყვეტილება იყო," - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს