დონალდ ტრამპი ჩინეთის და ვიეტნამის ლიდერების შეხვედრაზე - სცადეს გაერკვიათ: „როგორ გავაცუროთ ამერიკის შეერთებული შტატები“?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეერთებული შტატების გაცურებას ისახავს მიზნად.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სი ძინპინის დისკუსიები ვიეტნამში ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დააზიანონ შეერთებული შტატები.

„არ ვადანაშაულებ ჩინეთს, არ ვადანაშაულებ ვიეტნამს. შესანიშნავი შეხვედრა იყო. თითქოს იმისთვის, რომ ეცადათ გაერკვიათ: „როგორ გავაცუროთ ამერიკის შეერთებული შტატები?“- აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმ ქვეყნებში ვიზიტი დაიწყო, რომელიც აშშ-ის ტარიფებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სი ძინპინი ორშაბათს ჰანოიში ჩავიდა, სადაც ვიეტნამის ლიდერს, ტო ლამს შეხვდა. მხარეები ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ათობით შეთანხმებას, მათ შორის მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაზე.

ვიეტნამი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ქვეყანას 46%-იანი სატარიფო განაკვეთი დაუწესდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს