ანატოლი გიგაური გამომძიებელს სასამართლო პროცესზე - რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა პოლიციელი ვახტანგ გაბუნია და თავში მირტყა, თქვენ კი კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ

ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. მოწმემ თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ, - ამის შესახებ აქტივისტმა, პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ საქმის გამომძიებლები - თევდორე გრიგალაშვილი და ვახტანგ დაბრუნდაშვილი. ვახტანგ დაბრუნდაშვილის თქმით, ანატოლი გიგაურმა, რომელიც პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაშია ბრალდებული, უარი განაცხადა დაკითხვაზე. გამომძიებლის თქმით, ანატოლი გიგაურს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც მან ოქმის შედგენისას განმარტა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებისას დაეცა და მაშინ მიიღო დაზიანებები.

გამომძიებლის ამ განცხადებას, ბრალდებულ ანატოლი გიგაურის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მოწმე იტყუება. ბრალდებულის თქმით, ის იყენებდა დუმილის უფლებას და გამოძიებისთვის საერთოდ არაფერი უთქვამს.

„მე გამოვიყენე დუმილის უფლება და მათთვის არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. [მოწმემ] თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ.

თქვენ ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი? რა დარღვევაც მოხდა, როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი ამაზე, ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერში არ გეწკაპუნებინა? მკითხეთ, რა მოხდაო? მე გიპასუხეთ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი. გითხარით, თუ არა ეს სიტყვა? გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენ მიერ მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და „სვიტრის“ ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა, თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა. ეს თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა და ამ ყველაფერს ეს ვაჟბატონი ესწრებოდა“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომძიებელს ჰკითხა, იყო თუ არა მასსა და ბრალდებულს შორის მსგავსი საუბარი, რაზეც მან ასე უპასუხა: „სიტყვები არ მახსოვს, რას ამბობდა“. გარდა ამისა, მოსამართლემ გამომძიებელ ასევე ჰკითხა, გააშიშვლეს თუ არა ბრალდებული.

„რა თქმა უნდა, შემოწმებული იყო. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ უნდოდა მას ჩვენების მიცემა, როგორც მე მახსოვს, არ სურდა ინფორმაციის მოწოდება“, - განაცხადა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, გამომძიებელ თევდორე გიორგაშვილს, სხდომაზე არც მას დაუდასტურებია, რომ ანატოლი გიგაურს თავის არეში რაიმე დაზიანება ჰქონდა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ვიდეოკადრებში, რომელიც მან დაათვალიერა, არ უნახავს, რომ პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ანატოლი გიგაურისთვის ხელი დაერტყა.

„პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დავიწყე. ვახტანგ გაბუნიაზე მოხდა თავდასხმა. თვითონ მოვიდა, დაკითხვის პროცესში ვიზუალურად შევამჩნიე სიწითლეები სახისა და კისრის არეში. მეტი არაფერი შემინიშნავს. ვიდეოჩანაწერი დავათვალიერე და ვახტანგ გაბუნიას მხრიდან ანატოლი გიგაურის მიმართ ხელის დარტყმა არ მინახავს“, - განაცხადა თევდორე გიორგაშვილმა.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ანატოლი გიგაურის დაზარალებულად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მისივე თქმით, გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, გამომძიებლების ჩვენებები არსებითად განსხვავდება რეალობისგან, რადგან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელი ხელს ურტყამს ანატოლი გიგაურს, თავად გიგაური კი, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ანატოლი გიგაური გამომძიებელს სასამართლო პროცესზე - რატომ მაძალებდით ტანსაცმლის გახდას, რას ერჩოდით ჩემს შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა პოლიციელი ვახტანგ გაბუნია და თავში მირტყა, თქვენ კი კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ

ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. მოწმემ თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ, - ამის შესახებ აქტივისტმა, პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ საქმის გამომძიებლები - თევდორე გრიგალაშვილი და ვახტანგ დაბრუნდაშვილი. ვახტანგ დაბრუნდაშვილის თქმით, ანატოლი გიგაურმა, რომელიც პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაშია ბრალდებული, უარი განაცხადა დაკითხვაზე. გამომძიებლის თქმით, ანატოლი გიგაურს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც მან ოქმის შედგენისას განმარტა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებისას დაეცა და მაშინ მიიღო დაზიანებები.

გამომძიებლის ამ განცხადებას, ბრალდებულ ანატოლი გიგაურის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მოწმე იტყუება. ბრალდებულის თქმით, ის იყენებდა დუმილის უფლებას და გამოძიებისთვის საერთოდ არაფერი უთქვამს.

„მე გამოვიყენე დუმილის უფლება და მათთვის არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. [მოწმემ] თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ.

თქვენ ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი? რა დარღვევაც მოხდა, როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი ამაზე, ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერში არ გეწკაპუნებინა? მკითხეთ, რა მოხდაო? მე გიპასუხეთ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი. გითხარით, თუ არა ეს სიტყვა? გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენ მიერ მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და „სვიტრის“ ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა, თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა. ეს თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა და ამ ყველაფერს ეს ვაჟბატონი ესწრებოდა“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომძიებელს ჰკითხა, იყო თუ არა მასსა და ბრალდებულს შორის მსგავსი საუბარი, რაზეც მან ასე უპასუხა: „სიტყვები არ მახსოვს, რას ამბობდა“. გარდა ამისა, მოსამართლემ გამომძიებელ ასევე ჰკითხა, გააშიშვლეს თუ არა ბრალდებული.

„რა თქმა უნდა, შემოწმებული იყო. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ უნდოდა მას ჩვენების მიცემა, როგორც მე მახსოვს, არ სურდა ინფორმაციის მოწოდება“, - განაცხადა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, გამომძიებელ თევდორე გიორგაშვილს, სხდომაზე არც მას დაუდასტურებია, რომ ანატოლი გიგაურს თავის არეში რაიმე დაზიანება ჰქონდა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ვიდეოკადრებში, რომელიც მან დაათვალიერა, არ უნახავს, რომ პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ანატოლი გიგაურისთვის ხელი დაერტყა.

„პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დავიწყე. ვახტანგ გაბუნიაზე მოხდა თავდასხმა. თვითონ მოვიდა, დაკითხვის პროცესში ვიზუალურად შევამჩნიე სიწითლეები სახისა და კისრის არეში. მეტი არაფერი შემინიშნავს. ვიდეოჩანაწერი დავათვალიერე და ვახტანგ გაბუნიას მხრიდან ანატოლი გიგაურის მიმართ ხელის დარტყმა არ მინახავს“, - განაცხადა თევდორე გიორგაშვილმა.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ანატოლი გიგაურის დაზარალებულად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მისივე თქმით, გიგაურს აღენიშნებოდა დაზიანებები.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, გამომძიებლების ჩვენებები არსებითად განსხვავდება რეალობისგან, რადგან ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელი ხელს ურტყამს ანატოლი გიგაურს, თავად გიგაური კი, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა