Reuters-ი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაახლოებით განახევრებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2026 წლის ბიუჯეტი 28.4 მილიარდი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული მაშინ, როცა მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტი 54.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ შემცირებამ, შესაძლოა, აშშ-ის 30-მდე მისიის დახურვა და უცხოური დახმარების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. კერძოდ, გეგმის ფარგლებში, ადმინისტრაცია განიხილავს რეკომენდაციას, დახუროს მინიმუმ 27 მისია, ძირითადად აფრიკასა და ევროპაში. ამ მისიებიდან ათი საელჩოა, დანარჩენი კი - საკონსულოები. ასევე შეთავაზებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განაწილებული უცხოური დახმარების შემცირება 38.3 მილიარდი დოლარიდან 16.9 მილიარდ დოლარამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს