მამუკა მდინარაძე ჩორჩანას საგუშაგოზე - ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია - გახარიამ მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია

აბსოლუტურად არ გეთანხმებით, რომ ეს იყო დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. პირიქით, ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია, ეს არავის უნდა გამოგვრჩეს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, შეკითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ოპოზიციონერი გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს აგება დაუფიქრებელი გადაწყვეტილება.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, გახარიას ნაბიჯის მთავარი მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია და მან კარგად იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ისეთი ნაბიჯის ჩუმად გადადგმას, რომლის შესახებაც უნდა სცოდნოდათ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე უსაფრთხოების სამსახურებს.

„მიზანი ამ ნაბიჯის, იყო სამხედრო ესკალაცია. როდესაც შენ ჩუმად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც ფორმალურადაც, რეალურადაც, პრაქტიკულადაც, სჭირდება ყველას - მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება, უსაფრთხოების სამსახურების საქმის კურსში ჩაყენება და თვითნებურად, დავალების შესაბამისად, პოსტს, საგუშაგოს აშენებ ისე, რომ ზუსტად გაქვს გათვითცნობიერებული იმ შემთხვევაში ასეთ მოქმედებას რა შეიძლება მოჰყვეს - რაც მოჰყვა, მხოლოდ ის კი არ იყო მიზანი, მოჰყვა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო ხაზმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში შემოიწია, მაგრამ მიზანი გახლდათ სამხედრო ესკალაცია და მაშინაც გადავრჩით იმ შემთხვევაშიც ძალიან დიდ უბედურებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გუშინ, საგამოძიებო კომისიაზე იყო გახარიას მხილების დღე, რაც შეეხება ჩორჩანას ინციდენტს, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია გახარიას პოლიტიკურ ცხოვრებასა და აგენტურულ საქმიანობაში.

„გუშინ იყო გახარიას მხილების დღე. ლუსტრაციის კანონი და მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აღარ სჭირდება, გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული, როგორც აგენტი. ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია, შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის აგენტურულ საქმიანობაში, როდესაც მან მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია და ამას გადავრჩით, მაგრამ, შედეგად მაინც უდიდესი ნეგატივი მივიღეთ, როდესაც საოკუპაციო ხაზის აქეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაში შემოიწია საოკუპაციო საზღვარმა, რაც სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც "ჭორები სმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მანდატების აღდგენა უნდა".

მდინარაძე ამბობს, რომ მანდატის აღდგენის არც თეორიული და არც პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობს.

"მანდატის აღდგენის არც თეორიული და მით უმეტეს, არც პრაქტიკული შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ მორიგი სისულელე თქვა გახარიამ," - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო