მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე - ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და შემდეგ ჩვენ, საკონსტიტუციო სარჩელით - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არ ექნება, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის

„ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ მისი გუშინდელი განცხადების გამო, „ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ", თუმცა მისივე თქმით, ოქტომბრამდე პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა.

„ვიღაცას ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს, ჩვენი მხრიდან, არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე, რაც კი პარლამენტზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი იქნება გავლილი, თავისი სარჩელის შეტანით. დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ ჩემი განცხადების შემდეგ, ვიღაც-ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, პროცესების მაქსიმუმ, 2-3 თვით გადაწევა გამოიწვია. ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში, უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით, "ნაცების" პარტიების აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ძალიან დიდი შანსია ოპოზიციურ პარტიებს „უცხოელმა პატრონებმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაავალონ.

"ძალიან დიდი შანსია, რომ ვინაიდან, ეს არის მათთვის უკანასკნელი არჩევნები, "ნაცმოძრაობაზე" და მის კლასტერზე მაქვს საუბარი, დაავალონ მათ არჩევნებში მონაწილეობის მოღება. ზოგი ჭირი მარგებელია - მე მგონია, რომ ხალხის და შემდეგ ჩვენი პარტიის პასუხი ერთობლიობაში ძალიან კარგი იქნება. ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს. "ნაცების" პარტიები აიკრძალებიან წელსვე," - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის