GCCA-იმ ფასდაკლებების პერიოდში მარაგების სწორად მართვის და ინფორმაციის დროულად მიწოდების სტანდარტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების სექტორში, შპს „ნოვას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ სპეციალური შეთავაზებების/ფასდაკლებების პერიოდში, მოვაჭრის მიერ არ განხორციელდა საქონლის მარაგების დროული გადამოწმება, ასევე, მოვაჭრის ვებ-გვერდზე საქონლის ხელმისაწვდომობის შესახებ სწორი და მკაფიო ინფორმაციის განთავსება, შედეგად, მომხმარებელმა მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების დასრულების შემდგომ გაიგო და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა.

„სააგენტოს პოზიციით, მოვაჭრე ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, ფასდაკლების შეთავაზების პერიოდში, უზრუნველყოს მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ - აღნიშნული ინფორმაციის დროული განახლება ვერ ხორციელდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული, იმავე კატეგორიის საქონლის (არსებობის შემთხვევაში) ფასდაკლებით შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელს შეკვეთის განთავსების დღეს შეეძლო ესარგებლა. თუ ფასდაკლების პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა უკვე განათავსა შეკვეთა და განახორციელა შესყიდვა, ის არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მოვაჭრემ მარაგები არასწორად მართა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა - 1 თვის ვადა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება