„მერე ბარათის“ სააღდგომო შეთავაზებები

აღდგომა წლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი ვხვდებით. ამ დღეს ყველანი ვცდილობთ, ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბოთ და მყუდრო ატმოსფერო შევქმნათ.

სწორედ ამ მიზნებისთვის, სილქმა მერე ბარათის სააღდგომო შეთავაზებები მოგვიმზადა. შედეგად, საჭირო ნივთებსა თუ მომსახურებებს გაცილებით მარტივად მიიღებ და ფინანსებს უფრო გონივრულად გადაანაწილებ.

სააღდგომო შეთავაზებები ვრცელდება სხვადასხვა პარტნიორ ობიექტზე. მერე ბარათით შეგიძლია ნებისმიერი შენაძენი ეფექტურ 0%-ად შეიძინო და ღირებულება 3-დან 12 თვემდე ვადაზე გადაინაწილო. სააღდგომო დღეებში კი, დამატებით ბონუსად, უკან დაგიბრუნდება გადახდილი თანხის 20%, რაც, თავის მხრივ, მაქსიმალურ მოქნილობასა და ეკონომიას ნიშნავს.

აქვე გაგიზიარებთ შეთავაზებების ჩამონათვალს:

თუ გსურს, სუფრა ევროპული გემოებით გაამდიდრო, ევროპროდუქტი საუკეთესო არჩევანია — აქ ერთ სივრცეში ყველაზე დიდი ასორტიმენტი დაგხვდება. მერე ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე გადახდის შემთხვევაში კი, თანხის 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) დაიბრუნებ, დანარჩენის გადანაწილება კი 3 თვეზე ეფექტურ 0%-ად შეგიძლია.

ეს შეთავაზება 11-დან 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს.

თუ დროის დაზოგვა და, ამავდროულად, ლამაზი სუფრის გაწყობა გინდა, შეუკვეთე მზა სააღდგომო სუფრა რესპუბლიკადან. სუფრა გათვლილია 10 პერსონაზე. აქაც გადაიხადე მერე ბარათით, დაიბრუნე თანხის 20% და დარჩენილი თანხა გადაანაწილე 4 თვეზე, ეფექტურ 0%-ად.

შეთავაზება მოქმედებს 12-დან 17 აპრილის ჩათვლით.

გაზაფხული ცვლილებების დროა და შეიძლება, სწორედ ახლა გადაწყვიტო სახლის განახლება. ელიტში მოქმედი ფასდაკლებები საშუალებას გაძლევს, შეიძინო ტექნიკა ან ავეჯი, თანხა კი მარტივად გადაინაწილო მერე ბარათის დახმარებით 6 თვეზე, ეფექტურ 0%-ად. გადახდილი თანხის 20% კი დაგიბრუნდება მერე ბარათის ანგარიშზე (მაქსიმუმ 200 ლარი).

ეს შესაძლებლობა აქტიურია მხოლოდ 13-15 აპრილის შუალედში.

თუ სააღდგომოდ მოგზაურობას აპირებ, მერე ბარათით შეგიძლია გადაანაწილო საწვავის ხარჯი 3 თვეზე, ეფექტურ 0%-ად სოკარის ნებისმიერ ბენზინგასმართ სადგურზე საქართველოში და დაიბრუნო 20%, მაქსიმუმ 100 ლ.

ეს შეთავაზება მოქმედებს 11-დან 27 აპრილის ჩათვლით.

თუ ჯერ არ გაქვს მერე ბარათი, მისი აღება უფასოდ შეგიძლია:

გაქვს ახლა, იხდი მერე!

ინფორმაციას "სილქ ბანკი: ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო