დავით მათიკაშვილი - საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ვისმენდით აგენტის აღსარებას - გახარიამ საზოგადოებას, ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული

გუშინ საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენდა აგენტის აღსარებას - გახარიამ პრაქტიკულად, საზოგადოებას ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული - მოხდა მისი სრული ლუსტრაცია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, გახარიამ თავიდან ბოლომდე დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც მის მიმართ არსებობდა.

ამასთან, მათიკაშვილი ამბობს, რომ გახარია ტყუილების ლაბირინთში გაიბლანდა.

„გუშინ, საზოგადოება მრავალი საათის განმავლობაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენდა აგენტის აღსარებას. მან პრაქტიკულად, საზოგადოებას ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული. მოხდა მისი სრული ლუსტრაცია, რაზეც ჩვენ არაერთგზის, უკვე წლებია, ვსაუბრობთ, თუ რა ქმედებებით უღალატა თავის დროზე მან საკუთარ გუნდს, სამშობლოს, გაიზიარა და გაატარა უცხო ძალის ინტერესი. ნაცვლად იმისა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ემოქმედა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა არეულობაში და ქაოსში ჩაბმულიყო. ის ძალიან ცდილობდა, რომ თავი აერიდებინა პირდაპირი პასუხებისთვის, თუმცა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დადასტურდა გიორგი გახარიას ქმედებებში შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულები.

გუშინდელი დღე იყო აღსარება გიორგი გახარიასი, რომელმაც თავიდან ბოლომდე დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდებები, რომელიც მის მიმართ არსებობდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს