4GB-ს მუსიკალური ფესტივალი 16 მაისს გაიმართება - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი 4GB ახალი ფორმატით გაიმართება. ფესტივალი ერთდღიანი იქნება და მასზე მხოლოდ მაიკლ მაიერსი დაუკრავს. პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

4GB ფესტივალი ვიზიტორებს რადიო ქალაქში უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებმაც 4GB-ის ფესტივალის ბილეთები შარშან შეიძინეს და შეინახეს, შესაძლებლობა ექნებათ, როგორც წლევანდელ ივენთს, ასევე მომავალ ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრონ.

ინფორმაციისთვის, 4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს