მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრებისთვის, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატებისთვის ანაზღაურების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრებისთვის, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატებისთვის ანაზღაურების გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ამავე საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობა მიეცემა.

კანონის პროექტი, 15 აპრილის სხდომაზე, პირველი მოსმენით - 81 ხმით მიიღეს. პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოამზადა.

მოქმედი კანონით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 600 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის - არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების - არანაკლებ 1 250 ლარი.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის აკადემიას, აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 450 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის - არანაკლებ 900 ლარის ოდენობით. ცვლილების მიხედვით, ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის არანაკლებ 1 250 ლარი.

ამდენად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალური ანაზღაურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას გაუთანაბრდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს