პირდაპირი რეისები ბარიდან – მანიფესტი ემიგრანტების დასახმარებლად

Avia.ge, ერთ-ერთი წამყვანი ავიაბილეთების ონლაინ პლათფორმა საქართველოში, იწყებს ახალ კამპანიას, რომელიც ემიგრანტების ინტერესებზეა მორგებული. ინიციატივის მიზანია ბარიდან (იტალია), სადაც მრავალი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა.

დღესდღეობით ბარიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება, რაც სერიოზულად ართულებს ათასობით ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას. ისინი იძულებულნი არიან გამოიყენონ არაკომფორტული მარშრუტები - გამოემგზავრონ სხვა ქალაქებიდან, დაკარგონ მეტი დრო და გაწიონს ზედმეტი ხარჯები, რაც დამატებით სტრესსა და დისკომფორტს იწვევს.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მიიქციოს ავიაკომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების ყურადღება ბარიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის საჭიროებაზე. მანიფესტი არ არის უბრალოდ იდეა - ის ეფუძნება ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას და შექმნილია მომხმარებლებთან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე.

მანიფესტში ნათქვამია:

მოგიწოდებთ, გავაერთიანოთ ძალები და მივაწვდინოთ ხმა ავიაკომპანიებსა და შესაბამის პირებს, რომ ბარიდან პირდაპირი რეისების დანიშვნა საქართველოს მიმართულებით აუცილებელია. გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების მგზავრობას და ხელი შეეწყობა მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესს.“

Avia.ge-მა სპეციალურად შექმნა გვერდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და მოაწეროს ხელი მანიფესტს:

🔗 https://avia.ge/petition-flights-from-bari/

თქვენი მხარდაჭერა შესაძლოა იქცეს იმ ძალად, რომელიც ბიძგს მისცემს ავიაკომპანიებს, განიხილონ და რეალობად აქციონ ბარიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს მიმართულებით.

იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს