ნიკა გვარამია - „კოალიცია ცვლილებისთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს - ყველას თავისი გადაწყვეტილება და საქმე აქვს, გახარია თავს დაკარგავს, თუ არა, ეს მისი არჩევანია

ჩვენი კოალიცია არ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს ცალსახად გვაქვს გაცხადებული , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვინ არის სწორად განწყობილი ოპოზიციური ძალა, ამას პროცესები მომდევნო კვირებსა და თვეებში გამოაჩენს.

“[არჩევნებში მონაწილეობის შესახებ] გადაწყვეტილების მიღება არის ორმხრივი პროცესი. ვიღაც ცდილობს, რომ მიგაღებინოს გადაწყვეტილება, მაგრამ შენ შენი თავი გაქვს, შენი პასუხისმგებლობა,კეთილსინდისიერება და პატრიოტიზმი. მიუხედავად იმისა, რას იზამს “ოცნება”, შენ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. ჩვენი კოალიცია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ცალსახად გვაქვს გაცხადებული. ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როცა პრეზიდენტის დოკუმენტი არ შედგა იმის გამო, რომ ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისთვის ხელის მოწერის მოტივით ჩააგდეს პირვანდელი დოკუმენტი. პირველ რიგში, ეს ეხება გახარიას. არ ვიცი, ყველას თავისი გადაწყვეტილება და საქმე აქვს. სამშობლოს გახარიას გადაწყვეტილებების გამო ჩვენ არ დავკარგავთ. გახარია თავს დაკარგავს, თუ არა, ეს მისი არჩევანია.

მნიშვნელოვანი არის სწორად განწყობილი, პატრიოტული ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო სექტორის და ხალხის ერთიანობა. ვინ არიან სწორად განწყობილი ოპოზიციური ძალები, ამას პროცესები გამოაჩენს მომდევნო კვირებში, თვეებში. ცალკეული ოპოზიციური პარტიების არჩევანი, არიან თუ არა ისინი ხალხის მხარეს, თუ “ქართულ ოცნებას” უგორებენ კოჭს, ეს მხოლოდ მათ პრობლემად შეიძლება დარჩეს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს