ჯაბა სამუშიამ თსუ-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერთან ლაშა საღინაძესთან და ცენტრალური ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსებში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მე-10 კორპუსში უკვე დასრულდა ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია, სრულად განახლდა მე-8 სართული და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მე-9 სართულის რემონტიც. განახლებულ აუდიტორიებში ქართულ ენაში მომზადების (1+4 )პროგრამის სტუდენტები ისწავლიან.

ამასთან, ასევე, დასრულდა თსუ-ს მე-11 კორპუსის სამი აუდიტორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება