ნიკა ჩიტაძე - „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო - „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს

დღეს პარტიები არიან დასუსტებულები და ვერ შეძლებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და „ქართული ოცნება“ დაამარცხებს [ოპოზიციას], კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს საკუთარ მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „მოსახლეობა ჩვენ გვიჭერს მხარს და 2024 წლის 26 ოქტომბერსაც ჩვენ ვიყავით მართლები, არ გაგვიყალბებია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება.

ნიკა ჩიტაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება იმაზეც ჰქონდეს გათვლა, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და იტყვიან, რომ ისინი უფუნქციო პარტიები არიან.

„თვითონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, წარმოადგენს ბოლშევიკურ, ნაცისტურ და ფაშისტურ მეთოდს. როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ რუსეთში ხელისუფლების სათავეში, ერთ-ერთი პირველი დეკრეტი, რომელიც ლენინმა გამოსცა, ეს იყო პოლიტიკური პარტიების დროებით აკრძალვის შესახებ. ამის შემდეგ ერთპარტიული დიქტატურა დამყარდა. სამწუხაროდ, ამ მეთოდის გამოყენებას ცდილობს „ოცნება“.

საერთო ჯამში, დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას აღიზიანებს საპროტესტო ტალღა, რომელიც აგორებულია მიუხედავად იმისა, რომ ამ საპროტესტო ტალღის ლიდერები არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ველის მოსუფთავება სურთ.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძის ახალ განცხადებას, რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველი, „ქართული ოცნება“ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ დღეს საპროტესტო მუხტის მიუხედავად პოლიტიკური პარტიები დასუსტებულები არიან, რადგან ისინი არ შევიდნენ პარლამენტში, უარი თქვეს სადეპუტატო მანდატზე, შესაბამისად, მათ არ გამოეყოფათ საბიუჯეტო სახსრები წელიწადში მილიონი ლარის მოცულობით. შესაბამისად, დღეს პარტიები არიან დასუსტებულები და ვერ შეძლებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას. რომც მოინდომონ და დათანხმდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ფინანსური რესურსები „ქართული ოცნების“ ხელშია თავმოყრილი და „ქართული ოცნება“ დაამარცხებს [ოპოზიციას], კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს საკუთარ მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „მოსახლეობა ჩვენ გვიჭერს მხარს და 2024 წლის 26 ოქტომბერსაც ჩვენ ვიყავით მართლები, არ გაგვიყალბებია“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უარს იტყოდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე და ამაზეც ჰქონდა გათვლა „ქართულ ოცნებას“. განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მივეცით შანსი ამ პარტიებს და მათ ამომრჩეველს, რომ კი ბატონო, მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ არ მოინდომეს და აქედან გამომდინარე ისინი არიან უფუნქციო.

მესამე, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ სანქციებთან, რომელიც გააქტიურა დასავლეთმა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბრიტანული სანქციები“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო