რობერტ ფიცო - ევროკავშირში დემოკრატიის არსზე დისკუსია გვჭირდება, იმაზე, რა მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში, მაიდნებზე, რომლებიც დასავლეთმა საქართველოსა და სერბეთში დააორგანიზა - არავის შეუძლია მიკარნახოს, სად შემიძლია და არ შემიძლია მოგზაურობა

9 მაისს მოსკოვში წავალ, კაია კალასის გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ევროკავშირის შიგნით დემოკრატიის არსზე დისკუსია გვჭირდება, იმის შესახებ, თუ რა მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, “მაიდნების” შესახებ, რომლებიც დასავლეთმა საქართველოსა და სერბეთში დააორგანიზა.

“ქალბატონი კალასის გაფრთხილება და მუქარა უპატივცემლობაა და მკაცრად ვეწინააღმდეგები მათ.

ევროკავშირის საგარეო საქმეებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროკავშირის ლიდერებს მაისში მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნაში მონაწილეობისგან აფრთხილებს. მისი თქმით, მსგავსი მონაწილეობა სერიოზულად იქნება აღქმული.

9 მაისს მოსკოვში წავალ. ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟის ფორმაა თუ სიგნალი, რომ მოსკოვიდან დაბრუნებისას დავისჯები? არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, არა 1939. ქალბატონი კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ევროკავშირის შიგნით დემოკრატიის არსზე დისკუსია გვჭირდება. იმის შესახებ თუ რა მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, “მაიდნების” შესახებ, რომლებიც დასავლეთმა საქართველოსა და სერბეთში დააორგანიზა, და სლოვაკეთში ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის როგორი უგულებელყოფა ხდებოდა.

ქალბატონო კალას, მინდა შეგატყობინოთ, რომ ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ვარ სლოვაკეთის - სუვერენული ქვეყნის. არავის შეუძლია მიკარნახოს სად შემიძლია და არ შემიძლია მოგზაურობა. მოსკოვში წავალ, რათა პატივი მივაგო წითელი არმიის ათასობით დაღუპულ ჯარისკაცს, რომლებიც სლოვაკეთის გათავისუფლების დროს დაიღუპნენ, ისევე როგორც ნაცისტური ტერორის მილიონობით სხვა მსხვერპლს. ისევე, როგორც პატივი მივაგე ნორმანდიისა და წყნარ ოკეანეში ოპერაციების მსხვერპლს, და როგორც ვაპირებ პატივი მივაგო სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტებს. და საშუალება მომეცით შეგახსენოთ, რომ რამდენიმედან ერთ-ერთი ვარ ევროკავშირში, ვინც მუდმივად საუბრობს უკრაინაში მშვიდობის საჭიროებაზე და მხარს არ უჭერს ამ უაზრო ომის გაგრძელებას”, - წერს ფიცო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო