მარკ რუტე - უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია, თუმცა არ ყოფილა დაპირება, რომ ალიანსში გაწევრიანება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა

უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია და არაფერი შეცვლილა, მაგრამ არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ ალიანსში გაწევრიანება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში რჩება.

„ეს იყო ვაშინგტონის სამიტის შედეგი. უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია და არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა რუტემ.

როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება დაივიწყოს, რუტემ აღნიშნა, რომ როდესაც ითქვა, რომ უკრაინა ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდებოდა, არასდროს ყოფილა დაპირება, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა.

„ამერიკის პრეზიდენტი მუშაობს უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობაზე. ანუ არა მინსკი 3, როგორც ადრე გვქონდა, არამედ ცეცხლის შეწყვეტა და რეალური სამშვიდობო შეთანხმება. მაგრამ არავინ დაჰპირებია უკრაინას, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეთანხმების ნაწილი იქნებოდა. მაგრამ როდესაც საქმე უკრაინის ნატო-ში მომავალ წევრობას ეხება, გადაწყვეტილებები ვაშინგტონის სამიტზეა მიღებული და არ იცვლება“, - აღნიშნა რუტემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი