ტერაბანკმა ფულის გლობალურ კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ტერაბანკი ფულის გლობალურ კვირეულს ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკის თანამშრომლებმა 24 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ღონისძიებაში „მოიწვიე ფინედუ კლასში“ მიიღეს მონაწილეობა. ისინი, როგორც ფინედუს დესპანები, მარნეულის, ბოლნისის, გორისა და ქუთაისის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და III-XII კლასების მოსწავლეებს ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.

შეხვედრებზე ტერაბანკის თანამშრომლები მოსწავლეებს ფულის ისტორიის, მისი მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ესაუბრნენ. კვირეულის ფარგლებში, მათ ინტერაქციული ფორმატის 10 გაკვეთილი ჩაატარეს.

საქართველოში ფულის გლობალური კვირეული უკვე მეთერთმეტედ აღინიშნა. წელს ინიციატივის მთავარი თემა ფულის გონივრული მართვა იყო, სლოგანი კი — "დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად".

„ახალგაზრდებს შორის ფინანსური და ეკონომიკური თემების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფულის გლობალური კვირეული ხელს უწყობს სწორი ჩვევებისა და უნარების გამომუშავებას, დაზოგვის კულტურის პოპულარიზაციასა და უსაფრთხოების შესახებ ცოდნის მიღებას. მოხარულები ვართ, რომ ამ ინიციატივაში წელსაც მივიღეთ მონაწილეობა“, - აცხადებენ ტერაბანკში.

„ფულის გლობალურ კვირეულს“ საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და ამ პერიოდიდან ის 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველ გაზაფხულზე იმართება. ინიციატივის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება და მასში ტერაბანკი სისტემატურად ერთვება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება