მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.

მათივე ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის