მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი საფრანგეთს ეწვევიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი საფრანგეთს ეწვევიან, სადაც უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი საფრანგეთში მიმდინარე კვირაში ჩავლენ და ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკრაინის, ირანისა და სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართავენ.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში სტივ უიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება, ხოლო მარკო რუბიო მოლაპარაკებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან გამართავს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აფრიკაში გაემგზავრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს