მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთს ეწვევა

მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით მან მთავრობას უკვე მიმართა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან.

„საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, - წერია დოკუმენტში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო