სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II

1977 წლიდან ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა;

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად;

1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად;

1961 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში;

1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად;

1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში;

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები;

1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.

ხულოში შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა — 53-მდე; სასულიერო პირთა — 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1997 წლიდან არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო და აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.

1989 წლის აპრილში თბილისში ადგილი ჰქონდა საპროტესტო მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებთან მივიდა და მათ სიტყვით მიმართა ილია II-მ. 9 აპრილს ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა და მათ სამშობლოს თავისუფლებისათვის მსხვერპლად შეწირულები უწოდა.

2016 წლის 30 სექტემბრიდან-2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა. 30 სექტემბერს ფრანცისკე ესტუმრა ილია II-ს, სადაც ორივე მხარემ შესაბამისი სიტყვა თქვა. რომის პაპი ილია II-სთან ერთად ეწვია მცხეთას და მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარი, რომელშიც საეკლესიო ტრადიციით უდიდესი ქრისტიანული საუნჯეები ინახება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რომის პაპის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა 2026 წლის 17 მარტს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ელჩი
დავით ზალკალიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს, როცა ეკლესიური ტრადიციის მიხედვით, საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება
ახალი გამოცემები “ბიბლუსში“, რომლებმაც მკითხველის ყურადღება პირველივე დღეებიდან მიიქცია
ლაშა ფარულავა - ანდრია ჯაღმაიძის განცხადება მთავრობის სკანდალიდან გამოძრომის მცდელობაა - საქმე გვაქვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან, როცა ბიუჯეტის განკარგვა ხდება ერთ პირთან, ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ შუამავალთან მოლაპარაკებით
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო -  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს
ლაშა ფარულავა - მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია - მომავალ კვირას დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები და დაჭერები - რუსული ოცნების ბოლო ჟამია, მთავარია, ჩვენ მოვემზადოთ ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ასაღებად
შალვა პაპუაშვილი - სტატისტიკა ასე იქნება: კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება - კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ
პატრიარქი შიო - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში - ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა
ირაკლი კობახიძე - მინდა, მადლობა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე - მადლიერებას გამოვხატავ შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს
„გლობალმედში” ქურდიანის ქუჩაზე დაპირისპირებისას დაჭრილი პირის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ
საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა
მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - 35 წელია დამოუკიდებლად ქცევის ეკლიან გზას გავდივართ - ზოგიერთს დღესაც სურს, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - ეს არ გამოვა
შიო III - ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე, თითქოს ის ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა - თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა, ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ეს არის აკეთო ის, რაც მართებულია
მეუფე დანიელი აქციების დროს დაკავებულთა შესაძლო გათავისუფლებაზე - ამაზე გვისაუბრია ილია მეორის სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაუბრია, მღვდელმთავრებსაც, ეს საუბრები გრძელდება და იმედი გვაქვს, შედეგს ვიხილავთ
მეუფე იაკობი - სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა და ამის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ცუდს მიიღებთ - ხელისუფლებები ხშირად, ეკლესიას კონკურენტად მოიაზრებენ, მაგრამ ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს, მიწიერი დიდება ჩვენთან არაფერია
გიორგი სიორიძე - გასაგებია, სულიერმა მამამ მოუწოდოს მრევლს სამი და მეტი შვილი ჰყავდეთ, მეორე საკითხია, როგორ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სიდუხჭირეში, რამდენად შეუძლიათ ოჯახებს ბავშვებისთვის მინიმალური პირობების შექმნა
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს