„გლობალმედში” ქურდიანის ქუჩაზე დაპირისპირებისას დაჭრილი პირის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს ერთ-ერთი დაჭრილი გიორგი ველიჯანაშვილი „გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც სტაბილური.

„პაციენტს აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში და წვივის არეში. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ღვიძლის გაკერვა და ამჟამად შეყვანილია მეორე ოპერაციაზე, სადაც ტრავმატოლოგიური ჩარევა მიმდინარეობს, დიდი წვივის ჯვარია დამსხვრეული, მოტეხილობაა.

პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო, დაუყოვნებლივ ჩატარდა ღონისძიებები, ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად, პოსტოპერაციულად დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც სტაბილური“, - განაცხადა სოფიო ბაბუციძემ.

რაც შეეხება შემთხვევის დროს დაჭრილ მეორე პირს, იგი კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული და მის მდგომარეობაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში