შალვა პაპუაშვილი - 35 წელია დამოუკიდებლად ქცევის ეკლიან გზას გავდივართ - ზოგიერთს დღესაც სურს, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - ეს არ გამოვა

საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ავტოკეფალია. თუმცა ეკლესიის, როგორც საქართველოს ერთიანი სხეულის საყრდენის აღორძინებას ჩვენი წმინდა პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისი სასწაულებრივი ღვაწლის ნაყოფი ვიხილეთ ორიოდე კვირის წინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი გამოარჩია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთს დღესაც სურს, „ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს”. პაპუაშვილის თქმით, „ეს არ გამოვა“.

,,ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ, ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად, თავად ვწყვეტთ ჩვენს ბედისწერას.

ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენიც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა - ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ.

ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალიურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა.

ჯარისკაცებო, სწორედ ამიტომ, დღეს, თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა - ჩვენს წმინდა პატრიარქებს და წმინდა მეფეებს, ღვთისკაცებს და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე, შრომა და რწმენა სამშობლოს მიუძღვნეს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს