მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი სამშობლო საქართველო ამაყობს იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი, მე პირადად შეხვედრებზე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ასე თანაცხოვრობს, ასე თბილად და კარგად არიან ერთმანეთთან, საუკუნეებია ერთმანეთს გვერდში უდგანან და ერთმანეთისთვის ცხოვრობენ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მუსლიმ მოქალაქეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებისას გამოვლენილი თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ახლახანს ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების დღეები, რადგან სწორედ იმ დროს მუსლიმი თემის დიდი დღესასწაული იყო -ნოვრუზ ბაირამი, მაგრამ ის შეგნება, რომელიც მაშინ ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოიჩინეს, არ აღენიშნათ დღესასწაული, მხოლოდ ლოცვით შემოიფარგლნენ, საუკუნეები დარჩება ის პატივისცემა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბარაქა, სიკეთე და სიყვარული იყოს თქვენს ოჯახებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას ყურბან-ბაირამის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა მიულოცეს. მეჩეთში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს