დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო -  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.

როგორც ჯაღმაიძე წერს, სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

“პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“,- წერს ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა და „ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“.

ამასთან, განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი. ასევე უცნობია, როგორ დახარჯა თავისი წილი დანარჩენმა ხუთმა უწყებამ.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი – კულტურის სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ შეიტანა ცვლილება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში, მიუსადაგა ის რეალურ ხარჯებს და შეამცირა გამოყოფილი თანხები. ახალი განკარგულებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური პაკეტი 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად