ახალი გამოცემები “ბიბლუსში“, რომლებმაც მკითხველის ყურადღება პირველივე დღეებიდან მიიქცია

არსებობს წიგნები, რომლებიც თაროზე გამოჩენისთანავე მკითხველების ყურადღებას იქცევს და აქტიური განხილვის საგანი ხდება. ზოგს მეგობარი ურჩევს, ზოგს სოციალურ ქსელში ხვდება რეკომენდაცია ან უბრალოდ მაღაზიის ფანჯრიდან თვალში ხვდება ახალი ყდა და წაკითხვის სურვილი უჩნდება. შესაძლოა, ეს დიდი ხნის ნანატრი ავტორის ახალი ნაწარმოებია, ან სულაც წიგნი, რომლის შესახებაც ჯერ ბევრი არაფერი გსმენიათ, მაგრამ პირველი რამდენიმე გვერდი საკმარისია, რომ დარწმუნდეთ, მისი დასრულება ნამდვილად ღირს.

თუ ახალი საკითხავის ძიებაში ხართ, ან უბრალოდ გსურთ იცოდეთ, რომელი ახალი წიგნები გახდა პოპულარული გამოცემისთანავე, ეს სია სწორედ თქვენთვისაა. „ბიბლუსი“ გთავაზობთ წიგნებს, რომლებმაც მკითხველის ყურადღება სწრაფად მიიქცია და წიგნის მოყვარულთა გულებში მალევე დაიმკვიდრა ადგილი.

ძვირფასო მამა, ფრანც კაფკა

ფრანც კაფკას წერილი „ძვირფასო მამა“ ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში დაგროვილი სულიერი ტკივილის, შიშისა და გაუცხოების უმძიმესი აღსარებაა, რომლის გარეშეც მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის გააზრება თითქმის შეუძლებელია.

ფრანც კაფკამ წერილი 1919 წელს, ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმიდან ორი წლის შემდეგ, ბოჰემიაში დაწერა. ჩანაწერებში მწერალმა დაწვრილებით აღწერა მამის, ჰერმან კაფკას, პორტრეტი და ის ავტორიტარ, ქედმაღალ და დაუნდობელ პიროვნებად წარმოაჩინა. „შენ ჩემთვის ზედმეტად ძლიერი იყავი“, - წერს კაფკა და დანაშაულისა და სირცხვილის იმ მუდმივ განცდაზე საუბრობს, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევდა. მამის ავტორიტეტისგან თავის დაღწევის უშედეგო მცდელობებმა და მუდმივმა სულიერმა ტანჯვამ მწერალი იპოქონდრიამდე, მწვავე შფოთვებსა და არასრულფასოვნების დაუძლეველ განცდამდე მიიყვანა.

კაფკას გულწრფელი მცდელობა, მამისთვის აღსარება ჩაებარებინა წარუმატებელი აღმოჩნდა. წერილი, რომელიც ყველამ წაიკითხა, გარდა თავად ადრესატისა, კაცობრიობის ისტორიაში მამა-შვილის ტრაგიკული კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დოკუმენტად დარჩა. 1924 წელს, წერილის დაწერიდან ხუთი წლის შემდეგ, კაფკა 40 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

“ადამიანი, რომელსაც სძინავს,” ჟორჟ პერეკი

მთავარი გმირი, 25 წლის სტუდენტი, ადამიანების, გარესამყაროსა და საკუთარი ცხოვრების მიმართ თანდათან კარგავს ინტერესს. ის შეგნებულად განერიდება საზოგადოებას, უარს ამბობს ყოველდღიურ ყოფაში აქტიურ მონაწილეობაზე და რჩება მხოლოდ დამკვირვებლის პოზიციაში. რომანი დაწერილია მეორე პირში, რაც მკითხველს მთხრობლის შინაგან სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს. მწერალი მოგვითხრობს არა მხოლოდ ფიზიკურ მარტოობაზე, არამედ პიროვნების შინაგან გაუცხოებაზე, რაც ჩვენი დროის ადამიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ჟორჟ პერეკის თანარეჟისორობით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელმაც 1974 წელს პრემია მოიპოვა საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში.

ჟორჟ პერეკი (1936-1982), საფრანგეთში 1920-იან წლებში ემიგრირებული პოლონელი ებრაელების ერთადერთი შვილი, XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო ავტორია. სწავლობდა ისტორიასა და სოციოლოგიას სორბონის უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო ფრანგული არმიის პარაშუტისტი, ნეიროფიზიოლოგიური ლაბორატორიის არქივარიუსი, რადიო-პიესებისა და კროსვორდების ავტორი, მწერლების ექსპერიმენტული გაერთიანება “Oulipo”-ს წევრი. ლიტერატურული მოღვაწეობა ცნობილ პერიოდულ გამოცემებში ესეებისა და მიმოხილვების პუბლიკაციებით დაიწყო, სახელი კი გაითქვა ფრანგული ენის ორიგინალური გამოყენებითა და რამდენიმე „უთარგმნელი“ რომანით.

არაფერი ფილმების მსგავსი, ლინ პეინტერი

რა მოხდება, როცა რეალური ცხოვრება რომანტიკული ფილმის სცენარს საერთოდ არ დაემსგავსება? ლინ პეინტერის „არაფერი ფილმების მსგავსი“ სწორედ ამ კითხვიდან იწყება და მკითხველს იუმორით, მოულოდნელი სიტუაციებითა და რომანტიკული გაუგებრობებით სავსე ისტორიაში ითრევს.

წიგნი სიყვარულზე, მოლოდინებსა და იმ განსხვავებაზეა, რაც ეკრანზე ნანახ რომანტიკულ ისტორიებსა და რეალურ ურთიერთობებს შორის არსებობს. აქ ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც ფილმებში და სწორედ ეს ხდის ამბავს კიდევ უფრო სახალისოსა და მიმზიდველს. უესმა და ლიზიმ ერთად გაატარეს რამდენიმე მშვენიერი თვე, მერე კი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ ტრაგედია მოხდა და უესი იძულებული შეიქნა ოჯახს გასძღოლოდა, რაც საყვარელ გოგონასა და სწავლაზე უარის თქმად დაუჯდა. გავიდა რამდენიმე თვე და უესი დაუბრუნდა კოლეჯსა და თავის საყვარელ ბეისბოლს. მან იცის, რომ ლიზის გული გაუტეხა, მაგრამ გადაწყვეტილი აქვს დაიბრუნოს, თუმცა მისი გული ვერა და ვერ მოიგო, არც ერთმა ეშმაკურმა გეგმამ არ გაამართლა და ახლა ფიქრობს, ნუთუ მართლაც სამუდამოდ დამთავრდა მათი სიყვარული.

„რადიკალური პატიება“, კოლინ ტიპინგი

არის წყენა, რომელსაც წლები მივათრევთ და გვგონია, რომ მისი გაშვება შეუძლებელია. მაგრამ რა მოხდება, თუ პატიებას მხოლოდ სხვისთვის გაკეთებულ სიკეთედ კი არა, საკუთარი თავის გათავისუფლების გზად შევხედავთ?

კოლინ ტიპინგის „რადიკალური პატიება“ მკითხველს სწორედ ამ პროცესის გააზრებაში ეხმარება. წიგნი გვთავაზობს განსხვავებულ ხედვას წყენაზე, ტკივილსა და წარსულ გამოცდილებაზე და გვაფიქრებინებს, როგორ შეიძლება მათი გადაფასება შინაგანი სიმშვიდისა და ცვლილების დასაწყისად იქცეს.

„ბუდობა“, როშინ ო' დონელი

როშინ ო’დონელის სადებიუტო რომანი „ბუდობა” გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა, არაერთი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა და შეფასდა, როგორც ჩვენი ეპოქის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი.

ახალგაზრდა ქალი, კირა ფეი ერთ დღესაც ხვდება, რომ მეტის გაძლება აღარ შეუძლია, თავის ორ მცირეწლოვან ქალიშვილს მანქანაში სვამს და სახლიდან მიდის. თავშესაფრის ძიება, სიღარიბე, ყოფილი ქმრის გამუდმებული მუქარა და ემოციური ძალადობა ქალს საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ამყოფებს.

რომანი დეტალურად აღწერს, როგორია უხილავი ძალადობის პროცესი და შედეგები: პიროვნების თანდათანობით, სრული განადგურება. მუდმივი შიში, დანაშაულის გრძნობა და ეჭვები რეალობასთან და საკუთარ ფიქრებთან მიმართებით… და მაინც, კირა ფეის ამბავი ერთგვარი მანიფესტია იმ მილიონობით ქალისთვის, რომელიც ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და დააჯერეს, რომ არჩევანის გაკეთება აღარ შეუძლია…

ამ და სხვა ახალი გამოცემების შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსში“.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს