ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზად ვართ, ნდობა აღვადგინოთ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეშფოთებებთან დაკავშირებით, მაგრამ ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება

ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ თეირანს ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ მან ურანის გამდიდრება უნდა შეაჩეროს.

„ჩვენ უიტკოფისგან წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის, მაგრამ რეალური პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან გახდება ნათელი. ჩვენ მზად ვართ, ნდობა აღვადგინოთ ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეშფოთებებთან დაკავშირებით, მაგრამ ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და ირანმა განაცხადეს, რომ 12 აპრილს ომანში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ომანში შაბათს, 19 აპრილს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს