ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წარუდგინეს

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ნიკა გვარამიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.

პროკურატურის შენობა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"ბრალი წარმიდგინეს, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა - კომისიამაც და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპა და აგიხსნით, რატომ - როგორც კი შემდეგი პროკურატურა (ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, პროკურატურაც შეიცვლება, ცხადია) იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც იყო არაუფლებამოსილი, ეს არის იურიდიული ფაქტის დადგენა და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც არ უნდა თქვას მერე, გამოვა, რომ დადგენილი იქნება ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა.

რაკიღა საკონსტიტუციო სასამართლო გავიხსენე, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს რევაზ ნადარაია, რომელიც იყო უდაბლესი კლასის პირველი ინსტანციის მოსამართლე, წარმოუდგენლად გაუნათლებელი. მერე რაღაცნაირად მოხვდა უზენაეს სასამართლოში, გასაგებია როგორც და ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. რატომ ღმერთი არ გაიცინებს და რატომ საქართველოს კონსტიტუცია თავს არ დაიწვავს თავად", - განუცხადა განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ უპასუხა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს